logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა
- +

8 ივლისი. 2016. 21:22



საქართველოს პრეზიდენტი ვარშავაში, NATO -ს სამიტის ფარგლებში, NDI-ის თავმჯდომარე  მადლენ ოლბრაიტს, ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტ ფრედერიკ კემპეს და ვიცეპრეზიდენტ დეიმონ ვილსონს შეხვდა.


შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს, წინასაარჩევნო გარემოს და საპარლამენტო არჩევნებზე NDI-ის და სხვა ამერიკული ინსტიტუტების დამკვირვებლების მონიტორინგის მნიშვნელობას.


მხარეებმა საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზეც იმსჯელეს. საუბრისას ყურადღება საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზე გამახვილდა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner