ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
ამ უტვინო "პუბლიცისტკას", ზოგიერთი ტელეეკრანის მუდმივ "ვარსკვლავს", TAKO-თ რომ იცნობს საზოგადოება და რომელიც უკვე ქვეყნის მასხარა და მოურიდებელი დაცინვა - ზიზღის ობიექტი გახდა, კიდევ წამოუყრანტალებია "ცხელ-ცხელი" ჭორები და მორიგი ბოდვები.
ამ დღეებში, მან და მისნაირმა სულით გახრწნილმა ტიპაჟმა (არამარტომდედრებმა) პოლიტიკურ თემაზე ლაყბობის გარდა, უკადრებელიც იკადრეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე - ირაკლი ღარიბაშვილზე, მის პირად ცხოვრებასა და ოჯახზე. "კანონი და სამართალი" ფეხებზე დაიკიდა ამ პრიმიტივმა და ტანკივით გადაგვიარა "ხურდაში მოყოლილ" ბიძინაი ვანიშვილს, ქოცების კონსულტანტ ლაშა ნაცვლიშვილსა და მე, ასევე ჩვენს ე.წ.. "კლასტერს", როგორც პოლიტკური "სპექტაკლების" შემოქმედებს.
ღარიბაშვილი - გასაგებია: მისმა წარდგინებამ ეგ "ჯამაათი" შოკში ჩააგდო და, ეტყობა, "ქიზიყური ნიავის" ქარიშხლად გადაქცევის საშიშროება იგრძნეს.
ნაცვლიშვილისადმი "აღტაცებასაც" აქვს ახსნა:
იგი არ მალავს არც დამოკიდებულებას და არც "ოცნების" კონსულტანტის თანამდებობრივ სტატუსს, ტელეეკრანებსაც ხშირად სტუმრობს.
ბიძინა ივანიშვილის ლანძღვა-გინების მიზეზი ხომ დღესავით ნათელია - ის არის ავტორი ყველა "უბედურების": მისი ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფის, ძმის სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელი მკურნალობის დამფინანსებელი, მამის "გამთაწმინდელებაზე" პასუხისმგებლობის ამღები, მისი კერპის - სააკაშვილის ქვეყნიდან განდევნის ორგანიზატორი, ქვეყნის "შეგნებულად დაქცევის", რუსეთისთვის ყველა სტრატეგიული ობიექტის "გადამცემი" და საქართველოს "რუსულ გუბერნიად გადაქცევის პროექტისავტორი"...
მე? აი, მე ვარ თუ ვარ...
მე თავად მაგის ბჟუტურს რა მომასმენინებს. მაგრამ ვინც მოისმინა, ის მწერს (თანაც, იუმორის ნაზავით):
„თაკოს დაეჯერება, თურმე დიდი საბჭოთა კავშირის ჯარი შენს სურვილზე დარბოდა; გამოდის, რომ ახლაც დარბის და რუსეთს აომებ საქართველოსთან აგერ 30 წელია;
თაკო გიკრძალავს და არშემოგაგრიალებინებს რუსეთის ჯარს საქართველოში;
თაკოს ბოიკოტიც ამ დიად და ნათელ მიზანს ემსახურება, გადაარჩინოს საქართველო და ბოლო მოუღოს შენს 30 წლიან პარპაშს, პრემიერებს რომ ხსნი და ათავისუფლებ შენს ჭკუაზე;
რაის საქართველოს გენერალი, მთლად საბჭოთა კავშირის გენერალიტეტში ტრიალებდი და იქაც ბელადობდი თურმე;
30 წლის წინაც არავის ემორჩილებოდაო, თავისუფლებები ქონდაო, საბჭოთა კავშირის დროს და ახლაც, ანუ, 80 წელს მიღწეული რა ხარისხის თავისუფლებას ფლობ წარმოდგენაც კი მიჭირს.
კარტელიც გქონია სხვა კარტელში ჩართული, ეს ცოტა ვერ გავიგე მაგრამ მაინც მომეწონა.
მოკლედ მორიგ წრეზე დავიწყეთ „გართობა“, ჯერ არცერთი არჩევნები, არცერთი სამთავრობო ცვლილება შენი „ჩართულობის“ გარეშე არ განხორციელებულა“.
ამას რომ ე.წ. „პარტიის“ ე.წ. ლიდერი სერიოზული(!) სახით ტელეკრანზე იბჟუტურებს, წამყვანი რომ სერიოზული (!) სახით უსმენს და ესაუბრება, იმ ტელევიზიას სერიოზული(!) მედია შეიძლება უწოდოს სერიოზულმა(!) ადამიანმა?
ამ მდედრის ასეთი გონება ჩლუნგობა, არც სხვებზე და არც ჩემზე, სრულებით არ მიკვირს არც მისი „ღრმა და ფართო ინფორმირმირებულობა", არც უკიდეგანო, ავადმყოფური გაკაპასება. ვინმემ, სერიოზულმა ადამიანმა დრო რომ დაკარგოს და გაანალიზოს მისი ტელემონოლოგები თუ დიალოგებიან „პუბლიცისტური“ ნაწერი, დასკვნა ექნება მოკლე, მარტივი და ურყევი: აბსოლუტური პრიმიტივიზმი, სრული უვიცობა და აშკარა სიბრიყვე. ესერთი. მეორე - ჩემი დაცხრილვა ყველა მის გამოსვლაში გარდუვალია: მე ხომ ბოლო წლებში ამ ცრუპენტელასა და "ისტერიჩკას" მუზა ვარ.
ეს "მორკინალის დედოფალი" სხვას (მე ვერ) აბრალებს მილიარდების გაქრობას, სხვათა დაჩაგვრას. არადა, დამალული არარის მისი ოჯახის ფინანსური მაიმუნობები, მათ შორის წილების "ახევა", კრედიტების ჩამოწერა, შანტაჟი;
-არც ის, თუ როგორ იყენებდა ეს ოჯახი შევარდნაძის წრეში პოეტი - მამის ტრიალს, როგორ "კრიშავდა" მამა სიძე-ქალიშვილის ბიზნესს და როგორ "იბრმავებდნენ" თავს ძალოვნები მის "მახინაციებზე";
-ისიც არარის დამალული, ვის მკვლელობას აბრალებენ დღემდე ამ "კრისტალივით სუფთა" ოჯახს...
-ისიც გაჟღერებული იყო, თუ როგორ დაეპატრონენ ამ ხელისუფლების პირობებში მიწებს (შენობებს, ბიზნესს);
-მთელმა ქალაქმა იცის, თუ როგორ "შეაწერეს" მომაკვდავ ადამიანს ბინა და დღემდე არ აღირსეს ვალის დაბრუნება.
-როგორ... (სია გრძელია)
ეს არარის "საიდუმლო" ინფორმაცია. არარის არც ის ჭორები, შეკრებილი ჩარკვიანებისთვის მეტისმეტად ნაცნობი დაახლობელი "კაგებეშნიკური"(!!!) მეთოდებით.
ეს ინფორმაცია, ზოგ შემთხვევაში უცნობია არამარტო ახალი თაობისთვის, არამარტო მისი სასაცილო ე.წ. "პარტიისთვის", არამედ ბევრი ასაკოვანი ადამიანისათვის, რომელსაც ეს ოჯახი "ანგელოზების ბუდე" ჰგონია.
ჰოდა, მაიძულეს გადამელახა რუბიკონი... შეავსოს აწი და გაამდიდროს "ევნუხების" მიერ რუდუნებით შეკრებილი "დოსიე" (სხვებს რომ აშანტაჟებს) ახალი (ძველი) მასალებით, ჩარკვიანებს რომ ეხებათ და ატრიალოს (დაგამოიყენოს), აფრიალოს წინ და უკან...
ამჯერად მხოლოდ ეს ფაქტები (მხოლოდ და მხოლოდ ფაქტები), რომლებიც იმაზე მეტყველებენ, თუ როგორ დისიდენტურ გარემოში იზრდებოდა კომუნისტების მოძულე, საბჭოთა ხელისუფლებისადმი ზიზღის სულისკვეთებით აღზრდილი, ქმრის ფულით შექმნილი , ანტირუსული და ანტიკომუნისტური პარტიის დამფუძნებელი, თანამედროვე ქართველი (გაერთიანებული) კლარა ცეტკინა და როზა ლუქსემბურგი:
1978 წელს მიენიჭა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია;
1985 წელს 1983-84 წლებში გამოქვეყნებული ლექსების ციკლისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ასევე, მიენიჭა საბჭოური პატრიოტული რწმენის ლექსად თქმისთვის ლენინური კომკავშირის პრემია ( ვიკიპედიაში არ წერია არაფერი ამ - კომკავშირის პრემიით დაჯილდოებაზეც).
საბჭოთა საქართველოს უმაღლესი საბჭოს და პარლამენტის დეპუტატი, საკავშირო და რესპუბლიკური არაერთი კომკავშირული და პარტიული ყრილობის დელეგატი, უცხოეთში გაგზავნილი არაერთი კომუნისტურ-კომკავშირული დელეგაციის წევრი. დაჯილდოვებულია საბჭოთა სახელმწიფო ჯილდოებით.
ავტორი ლექსებისა ლენინზე, სტალინზე, იაკობ ჯუღაშვილზე, ირინა სხირტლაძეზე (პოლონეთში მებრძოლ ანტიფაშისტზე)... მონაწილეობდა "უცნობი ჯარისკაცის" გადმოსვენებაში. ამ ლექსებით გაიკეთა მან კარიერა, მოიპოვა ხელისუფლებისა და კოპმპარტიის მხრიდან აღიარება, პრივილეგიები.
სიცოცხლეში მას ყველაფერი "დაავიწყდა", ქალიშვილსაც "დაავიწყებინა", სამაგიეროდ ანდერძად დაუბარა ანგარიშსწორება იმ ადამიანებთან, ვინც მიაჩნდა, თავის დროზე, დამნაშავედ იმაში, თუ რატომ ვერ გახდა მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. ჯერ კიდევ ცოცხლები არიან ამ"საქმის" მოწმენი და მონაწილენი. ერთხელ მოხდა საინტერესო გარჩევა და ბოდიში მომიხადეს. ეტყობა, ოჯახში ამ "ჩასვრის" მოყოლისა მავანს შერცხვა და...
"მორკინალის დედოფალი", მოჩერჩეტო "პუბლიცისტკა" არც მალავს შურისძიების სურვილს. უფრო მეტიც, შემოთვალა კიდეც, რომ იწყებდა ანგარიშსწორებას.
ასეთ და სხვა დეტალებზე მომავალში ვისაუბრებ. იმაზეც, რატომ "იბრალებს" ეს ოჯახი სხვის დამსახურებებს, როგორი მეგობრობა აკავშირებდათ ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან, რატომ აბრალებენ "ჩამშვებობას", "გახელებას", ვინ და რატომ შეარქვა "... სუკ", როგორი გაბედული იყო როგორც მთავარი რედაქტორი, თანაც ისეთი, რომ არავის "ეპუებოდა" და სხვა მსგავსი ზღაპრები.
ვიდრე ბოლოში გავიდოდე, ორიოდე სტრიქონი მინდა გავაცნო "კანონი და სამართლის" თინეიჯერ ბიჭუნებსა და გოგონებს. უნდა იცოდნენ, რომ თუ მავანს დასჭირდება, დაივიწყებს ამ სტრიქონებსაც, ამ ლექსებსაც და გიკიჟინებთ მართლა ძვირფას სტრიქონებს: "თავისუფლება-ლომთა ხვედრიას".
მაგრამ, გახსოვდეთ მომავლის ანგელოზებო: თქვენი პარტიის ლიდერი ბავშვობაში იზეპირებდა მამამისის მოწოდებას:
"უსმინეთ ლენინს!" და გამოთქმით, ემოციურად, ახლა რომ კითხულობს გალაკტიონს, მურმან ლებანიძეს და სხვა კლასიკოსებს:
"ჩვენ სიყვარულით დიდ თვალებში ვუყურებთ ლენინს,
ჩვენ, ვისაც ერთხელ არ გვინახავს დიდი ლენინი..."
ასევე, ტრიბუნიდან ეკითხებოდა საქართველოს:
"ჰქვია ბელადი, კიდევ? _ მამა და კიდევ? _ ბრძენი
და გამარჯვება გრიგალებში გამოვლენილი…
ჩვენ ამ სიტყვებით გვასწავლიან ვლადიმერ ლენინს,
ვინა ხართ ქვეყნად ცრემლიანი და მოწყენილი…
ლენინი მოჩანს ყველა მხრიდან, უსმინეთ ლენინს,
დგას ტრიბუნაზე და ვრცელ სიტყვას ამბობს ლენინი..."
გაიგეთ, საძულველი და ოკუპანტი რუსეთის რევოლუციის ბელადს ხშირად შესძახებდა მამა-შვილი: ბელადი!.. მამა!.. ბრძენი..
ამითაც არ კმაყოფილდებოდა ეს უტიფარი და საგანგებოდ დგებოდა 40-გრადუსიან ყინვაში, უკიდეგანო როგში, ლენინის გარდაცვალების დღეს და მერე, სასტუმროში დაბრუნებული გულამოსკვნილი წერდა ლექსს:
"მოსკოვი, იანვრის 21".
და ეს შეუპოვარი ქართველი პატრიოტი მდედრი, გრიშა ვაშაძის შნირი, "დავით აღმაშენებლის სტრატეგიას" და ვაშაძე-იუნიორს ამოფარებული გულსა და გონებაში ისევ დუდუნებს:
"და ხალხი ამბობს: “ქვეყანაზე თუ ვინმეა, მხოლოდ შენ ერთი…
“და მოუწოდებს ხალხებს ბრძენი და დიდი რუსი:
“პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“
ვიმეორებ: მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერ საძრახისს ამ ლექსების წერაში ვერ ვხედავ, უბრალოდ არ მომწონს, რომ ამ ლექსების ავტორის შვილი მორალს რომ გვიკითხავს, პატრიოტიზმს რომ გვასწავლის, რუსოფილობას რომ გვიკიჟინებს. თორემ ჩემი წარსულის ადამიანს ეს ლექსები სულაც არ მაღიზიანებს. და არც გავიხსენებდი, მიუხედავად იმისა, რომ იმ კომისიებისა და კომიტეტების წევრი ვიყავი, რომელთა გადაწყვეტილებებით ავტორი ჯილდოვდებოდა. ამ თემას სხვა დროს უფრო გავშლი, გავიხსენებ, რა მადლობელი იყო ავტორის ოჯახი, როცა ამ ჯილდოებს იღებდა...
აი, ამ ოჯახურ და "იდეურ-პატრიოტულ" გარემოში იზრდებოდა ცნობილი ქართველი დისიდენტის, კომუნისტების აქტიური მოწინააღმდეგის, ზვიად გამსახურდიას "თანამებრძოლის" ქალიშვილი; თავადაც მომავალი აქტიური დისიდენტი, პარალელურად, საბჭოთა ტელევიზიის თანამშრომელი (მამამისის პროტეჟეობით მიღებული); შემდგომ სააკაშვილის - "მეფე შადრევან პირველის" (ჯ.ჩ.) წინააღმდეგ შეუპოვარი მებრძოლი; "ქართული ოცნების" დამუძნებელი ყრილობის აქტიური მონაწილე (მამასთან ერთად); მისი საარჩევნო მოძრაობის ერთერთი მგზნებარე აგიტატორი, პროპაგანდისტ და დაუღალავი სპიკერი...
არჩევნების შემდეგ - კულტურის მინისტრის მოადგილეობის კანდიდატი, შემდგომ, ტუტუცური ქცევისა გამ, სამინისტროს შენობიდან გამოძევებული და, ამის შედეგად განაწყენებულ-გაბოროტებული შეურიგებელი ანტიბიძინისტი თამარ (იგივე, თაკო, TAKO) ჩარკვიანი-გიგანისა.
და ეს უტუფარი, სულით გახრწნილი, "კაგებეშნიკურ" ზნე-ჩვეულებებზე დაქოქილი და მართლა ავადმყოფი არსება, რუსულ ორბიტაზე მყოფის, მოღალატის და მტრის იარლიყებს აკერებს სხვებს. გულიანად უნდა გაიცინო კაცმა. დაავიწყდა მამისს რა იარლიყებით ამკობდნენ და როგორ განიცდიდნენ ამას ოჯახში, ეს მართლა შუბლზე ძარღვგაწყვეტილნი...
ამ მოჩერჩეტო და პრიმიტივ ტიპს, ეტყობა, მართლა არ ყავს პატრონი. ახლობლებმა ჩააკმედინეთ ხმა ამ ბრიყვს. კიდევ ერთი სიბინძურე, რაც მან ღარიბაშვილის ოჯახს აკადრა და... ისე არ გაიხადოს საქმე, რომ ბოლომდე დავივიწყოთ ის პაწია სითბო, რომელიც ამ ბოროტ ადამიანებთან (მამუკას გამოკლებით) მაკავშირებდა.