logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს წევრად აირჩიეს
- +

8 ივლისი. 2016. 21:23


 

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეია წარმოადგენს საპარლამენტთაშორისო ორგანოს, რომელიც 23 წლის წინ შეიქმნა საბერძნეთის ინიციატივით. კომუნისტური რეჟიმების დაშლის და მაასტრიხტის ხელშეკრულების დადების შემდეგ ევროპელები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელი იყო მართლმადიდებლობის, როგორც ევროპული რელიგიის, არსებობა საპარლამენტო განზომილებაშიც. მართლმადიდებლობა წარმოადგენს რელიგიურ გამოხატულებას ევროპის დაახლოებით ნახევარი  მოსახლეობისათვის. დამფუძნებელი დოკუმენტი მოუწოდებს ყველას, გამოიყენოს მართლმადიდებლობა ნაციონალიზმისა და ავტოკრატული ტენდეციების შესაჩერებლად. საერთო ევროპულ სახლში პლურარიზმის შექმნისათვის, ახალ ევროპაში მშვიდობისა და სამართლიანობის დამყარებისათვის.


მისი წევრები არიან მართლმადიდებელი დეპუტატები 22 ქვეყნიდან. ეს ქვეყნებია: საბერძნეთი, რუსეთის ფედერაცია, კვიპროსი, ალბანეთი, სომხეთი, ბელორუსია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ფინეთი,  საქართველო, ყაზახეთი, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, პალესტინა, სუდანი  (და ცალკეულ დეპუტატთა ჯგუფები: ავსტრალიიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებიდან, აზიისა და აფრიკის სხვადასხვა სახელმწიფოდან).


არცერთი წინა მოწვევის დროს საქართველოს პარლამენტს მუდმივმოქმედი დელეგაცია არ ჰყოლია. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია შეიქმნა მხოლოდ მე-8 მოწვევის პარლამენტში.  მას პირველი დღიდან  ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს.

 

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2014 წლის 26-30 ივნისს, ქ. მოსკოვში, ჩატარდა მართლმადიდებლობის 21-ე საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, რომელმაც ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი დაუსწრებლად აირჩია განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ. ამჯერად, 23-ე ასამბლეაზე, ის უკვე 7 წევრისაგან შემდგარი საერთაშორისო სამდივნოში იქნა არჩეული. ეს საქართველოს წარმომადგენელს  საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა საერთაშორისო ორგანიზაციიის, ყოველდღიურ მართვაში.  



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner