გირჩ ზურაბას, ჯოგს რომ დაატარებს აღმა-დაღმა, ეკითხებიან, აქციას რომ დაასრულებთ, მერე რას აპირებთო?
არ ვიციო, აზრზე არა ვარო.
ეჭვი მაქვს, ამ ჩემისას, ჯონ სტაინბეკის რომანი (“მრისხანების მტევნები”) აქვს წაკითხული.
სწორედ ამ რომანშია ერთი მომენტი, სადაც ყოფილი მოძღვარი ეუბნება მთავარ პერსონაჟს (ტომ ჯოუდს), ადამიანები უნდა ატარო, ძალიან დაღალო და მერე სადმე თხრილში ან უფსკრულში ჩაყაროო.
გირჩი ზურაბა ამ უბედურთა მოძღვარია (სახლში გასაბერი ეკლესიაც აქვს) ატარებს მონების ჯოგს სიცივეში, პანდემიაში, ატარებს აღმა-დაღმა, დაღლის, სიქას გააცლის, ბოლოს შარვლებს ჩახდის, პანჩურს ამოარტყამს და ჩაყრის ტლაპოში.
მე არაფერი მიკვირს… მარტო ის მიკვირს, გირჩ ზურაბას სტაინბეკი სად და როდის უნდა წაეკითხა?