აზერბაიჯანის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებები განხორციელდა, რომელთა თანახმად, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების განზრახ შეტანა, გაყიდვა და გამოყენება დაისჯება 3-5 ათასამდე მანათით ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
გენმოდიფიცირებული ორგანიზმების საკვებ პროდუქტებში განზრახ გამოყენებისთვის კი ფულადი ჯარიმა 4-6 ათას მანათი ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება. მსხვილი მოცულობებით აღნიშნული ორგანიზმების შეტანა, გაყიდვა და მოხმარება კი 7-9 ათასი მანათით ან 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება.
3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პირებს, რომლებიც აღნიშნულ დანაშაულებს გამეორებით ჩაიდენენ.