თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი უძღვებოდა, დეპუტატებმა დღეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თბილისის მერიასა და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას" შორის თბილისის ავტობუსების პროექტთან დაკავშირებით, პროექტის განსახორციელებლად, სესხის აღებისა და ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის მერიას შორის აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით გასაფორმებელი თანხის გადაცემის ფარგლებში გრანტის მიღების საკითხი დადებითად გადაწყვიტეს.
როგორც "სითი კვირას" საკრებულოს პრესსამსახურში განუცხადეს, ამ თანხით თბილისში ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ადაპტირებული ავტობუსების შეიძენენ.
საკრებულოს სხდომას თბილისის მერის მოადგილეები გიორგი ლილუაშვილი და ირაკლი ლექვინაძე, სსიპ "ქონების მართვის სააგენტოს" უფროსი კარლო ლაფერაძე და მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.