logo_geo
eng_logo
მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნი ვეტერან იგნატ არტემენკს მიმართ ცილისწამებაში დამნაშავედ ცნო
- +

20 თებერვალი. 2021. 20:39

 

 

მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნი ვეტერან იგნატ არტემენკს მისამართით ცილისწამებაში დამნაშავედ ცნო. სასჯელის ზომა მოგვიანებით გახდება ცნობილი. ალექსეი ნავალნის რეპუტაციის შემლახავი ცნობების საჯარო გავრცელების მიზნით, სოციალურ ქსელებში ცილისწამების გამოქვეყნებაში ედება ბრალი.

 

გამოძიების ვერსიით, 2 ივნისს ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ სოციალურ ქსელებში გაავრცელა „რაშა თუდეის“ ვიდეორგოლი, რომელშიც მოქალაქეებს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ. გამოძიება ამტკიცებს, რომ ალექსეი ნავალნიმ ვიდორგოლს თან დაურთო კომენტარი, რომელიც 94 წლის ვეტერანის იგნატ არტემენკოს ღირსებასა და რეპუტაციას ლახავს.

 

ალექსეი ნავალნი სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრეებს მოღალატეებს უწოდებდა. ვეტერან არტემენკოს გარდა, ვიდეორგოლში მონაწილეობდნენ დიზაინერი არტემი ლებედევი, ფიგურისტი ადელინა სოტნიკოვა და მსახიობი ივან ოხლობისტინი.

 

თავად ოპოზიციონერი მის წინააღმდეგ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

 

ალექსეი ნავალნის დაცვა აცხადებს, რომ საქმეში არ იკვეთება დანაშაული, რადგან ოპოზიციონერმა მოსაზრება გამოთქვა, როგორც შეფასება. ადვოკატების თქმით, ცილისწამების შესახებ საქმის ერთადერთი მიზანია ნავალნის ანტიკორუფციული გამოძიებების და მისი პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner