logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: ვამუშავებთ სტრატეგიას, თუ როგორ გავხადოთ შავი ზღვა და საქართველო უფრო უსაფრთხო
- +

8 ივლისი. 2016. 22:03



საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ვარშავაში NATO-ს სამიტზე დასასწრებად უკვე მივიდა.


სამიტზე შესვლამდე პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მეგობრებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა თუ როგო გახადონ მსოფლიო და საქართველო უფრო უსაფრთხო.


"აქ ვართ მეგობრებთან ერთად და ვამუშავებთ სტრატეგიას, თუ როგორ გავხადოთ მსოფლიო, შავი ზღვა და საქართველო უფრო უსაფრთხო ადგილი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაიმართება NATO-ს გენერალური მდივნის და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალმების ოფიციალური ცერემონია, რის შემდეგაც დელეგაციის ხელმძღვანელები ერთობლივ ფოტოს გადაიღებენ.


ვარშავის სამიტის ფარგლებში, დღეს პირველად გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, NATO -საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიიღებს.


ქვეყნის პირველი პირი, დღეს, სამიტის ფარგლებში, ბელგიის პრემიერმინისტრს შეხვდება. ასევე დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ნიდერლანდების და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და თავდაცვის მინისტრის შეხვედრა აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან.


საქართველოს პრეზიდენტი დღის ბოლოს სამუშაო სადილს დაესწრება, რომელიც NATO -ს პარტნიორი ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად გაიმართება.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner