logo_geo
eng_logo
ბაიდენის ადმინისტრაციის უარი რუსეთს დიდი შვიდეულის შეხვედრა
- +

20 თებერვალი. 2021. 21:35

 

 

ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს დიდი შვიდეულის შეხვედრაზე არ მოიწვევს, ამ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

 

 

როგორც გამოცემა წერს, თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის სურვილს რუსეთის დასწრება დიდი შვიდეულის სხდომაზე არ მოხდება, რადგან რუსეთის დიდი შვიდეულის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ნებისმიერი შეთავაზება თითოეულ წევრთან პარტნიორობის ფარგლებში მოხდება.

 

 

 

„ბაიდენის ადმინისტრაცია არ იწვევს რუსეთს G7-ის (დიდი შვიდეულის) მსოფლიო ლიდერების ჯგუფის შეხვედრაზე, მხარს არ ვუჭერთ ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინიციატივას ოფიციალური მოსკოვის წევრობის ნაწილში.” – განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ.

 

 

ნებისმიერი მიწვევა რუსეთისთვის G7-ში შესვლის შესახებ, თითოეულ წევრთან პარტნიორობის ფარგლებში მოხდება.

 

 

ტრამპმა გასული წლის ივნისში G7-ს “ქვეყნების ძალიან მოძველებული ჯგუფი” უწოდა და თქვა, რომ მას სურს არსებულ რიგებში, რუსეთი, ავსტრალია, სამხრეთ კორეა და ინდოეთი დაემატოს.

 

 

„არ ვფიქრობ, რომ ჩვენ რუსეთს განმეორებით მოვიწვევთ. ცხადია, მოწვევას მხოლოდ G7-ის პარტნიორები მიიღებენ “, – თქვა ფსაკიმ.

 

 

ცნობისთვის, 1998-2014 წლებში პარტნიორი ქვეყნების გაერთიანებას დიდი რვიანი ეწოდებოდა, რომლის წევრიც რუსეთი იყო, თუმცა ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთი ჯგუფიდან გააძევეს.

 

 

2014 წლიდან გაერთიანებას დიდი შვიდეული ეწოდა, რომლის წევრებიც – კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები არიან.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner