პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე კითხვაზე, რომელიც აშშის ელჩად მისი ან მიხეილ ჯანელიძის დანიშვნას შეეხებოდა პასუხობს:
„თუ გახსოვთ, მე ვიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩი, მგონია, რომ ახლა ახალგაზრდების დროა, ისინი უფრო ადვილად გაართმევენ თავს. ჩემთან ამაზე არავინ ლაპარაკობს. ბატონი არჩილ გეგეშიძე ჯერ არის ჩვენი ელჩი. დანარჩენი არ ვიცი, რა მოხდება, ვინ დაინიშნება",- განაცხადა ჯაფარიძემ.