logo_geo
eng_logo
აშშ-ში 80 წლის ქალი 16 მეტრიან ჭაში ჩავარდა და გადარჩა
- +

21 თებერვალი. 2021. 02:24

 

 

აშშ-ში, ორეგონის შტატში, ქალაქ სილვერტონში მაშველებმა 16 მეტრიან ჭაში ჩავარდნილი ქალი გადაარჩინეს. ამის შესახებ The Oregonian წერს.

 

გამოცემის ცნობით 80 წლის ქალი ჭაში 18 თებერვალს ჩავარდა, რომელიც ნაწილობრივ წყლით იყო სავსე.

 

მაშველების მოსვლამდე, ჭაში ქალთან მეზობელი სპეციალური აღჭურვილობით ჩავიდა, რათა მას წყლის ზედაპირზე ამოსვლაში დახმარებოდა.

 

მაშველებმა ქალი ჭიდან ამოიყვანეს. ის გონზე იყო და ტრავმებოც მიიღო. ასევე სხეულის ნაწილი მოეყინა. დაზარალებული ჰოსპიტალში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner