logo_geo
eng_logo
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პირველ ორმხრივ შეხვედრას კანადის პრემიერთან გამართავს
- +

21 თებერვალი. 2021. 02:48

 

 

ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტის რანგში თავის პირველ ორმხრივ შეხვედრას კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან გამართავს. მოლაპარაკებები, რომლებიც ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება, 23 თებერვალსაა დაგეგმილი.

 

„შეხვედრა იქნება შესაძლებლობა ორი ლიდერისთვის, გადახედონ ერთობლივ ძალისხმევას საერთო ინტერესის სფეროებში, როგორიცაა „კოვიდ-19“-ზე რეაგირება, კლიმატური ცვლილებები, ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები, ასევე ადამიანებს შორის ღრმა კავშირები, რომლებსაც ვიზიარებთ“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ.

 

ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ, ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაციის წევრები კანადის მთავრობის წევრებთან გამართავენ ონლაინ შეხვედრას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner