ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე, სადაც ინტენსიური თოვისა და ყინვის გამო, გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული, მძიმე ტექნიკა მუშაობს, იწმინდება გზა და იყრება ტექნიკური მარილი.
როგორც თელავის საგზაო სამმართველოში აცხადებენ, უღელტეხილზე -10 გრადუსამდე დაეცა ტემპერატურა. იმის გამო, რომ ადგილზე რთული რელიეფია, მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება ამ დრომდე იკრძალება.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობისა და ზამთრის საბურავების მქონე მანქანების გადაადგილება.