logo_geo
eng_logo
შსს: „მთავარი არხის" მიერ დასახელებული პირი შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი არ არის
- +

21 თებერვალი. 2021. 12:17

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს, რომელიც იმერეთში, შსს-ს ობიექტის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის სახლის ძარცვას ეხებოდა ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

 

„გვსურს, გამოვეხმაუროთ „მთავარ არხზე“ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც მტკიცებით ფორმაში ითქვა, რომ  იმერეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის, ზურაბ ჭყოიძის სახლი გაძარცვეს.

 

არც გადაცემის ავტორს, არც პროდიუსერს და არც ჟურნალისტს, რომელიც ამ თემაზე მუშაობდა, გადაცემის ეთერში გასვლამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის ინფორმაციის გადამოწმების მიზნით არ დაურეკავს. გადაცემის ავტორი კი მტკიცებით ფორმაში აცხადებდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი გაძარცვეს.

 

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „მთავარი არხის“ მიერ დასახელებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი არ არის და აღნიშნულ თანამდებობაზე 2019 წლიდან აღარ მუშაობს.

 

რაც შეეხება ხარაგაულში მომხდარ ქურდობის ფაქტს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს. აქვე, იმასაც აღვნიშნავთ, რომ საცხოვრებელი სახლი ზურაბ ჭყოიძეს არ ეკუთვნის“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner