logo_geo
eng_logo
ლენტეხი-მესტიის გზა მომავალ წელს დასრულდება
- +

4 მარტი. 2016. 10:55




რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ლენტეხი-უშგული-მესტიის გზის მშენებლობის ნახევარი მიმდინარე წელს დასრულდება.



ქუთაისი-მესტიის გზაზე არის ორი ვარიანტი. ერთი არის ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა, რომელიც დაახლოებით 6 კილომეტრ გვირაბს მოიცავს, მაგრამ ვთვლი, რომ ეს დღეს არ არის იმდენად აქტუალური. მეორეზე ჩვენ მუშაობა დაწყებული გვაქვს და მინიმუმ, ნახევარს წელსვე გავაკეთებთ. გზა აღმოსავლეთიდან უვლის დასახლებულ პუნქტებს და გადის უშგულში, უშგულიდან კი - მესტიამდე. ეს ძირითადი ნაწილი, მინდა, რომ წელსვე დავამთავროთ. 36 სოფელს გაივლის ეს გზა და 36 სოფელს სიცოცხლეს ხელახალა შთავბერავთ.

აღნიშნული გზა მომავალ წელს დასრულდება და სამსაათიანი იქნება. პროექტის ღირებულება 200 მლნ ლარი იქნება და მისი დაფინანსება ბიუჯეტიდან მოხდება", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner