ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი შეკვეთილში მდებარე Black sea arena-ს სახელმწიფოსთვის გადაცემას მიესალმება.
ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ნაციონალები იძახიან, ეგ რა არი, ჩვენ უკეთესს ავაშენებდით, ოღონდ ბიძინას ფულითო..."
საკონცერტო დარბაზი Black sea arena-ს, რომელიც შეკვეთილში მდებარეობს სახელმწიფოს გადაეცემა. ულტრატანამედროვე საკონცერტო დარბაზი ს გახსნა ივლისის ბოლოს იგეგმება.
Black sea arena დაახლეობით 10 000-მდე მაყურებელს იტევს. 25-მდე შშმ პირისთვის დარბაზის ცენტრში გამოყოფილია ადგილი ეტლით სარგებლობისთვის.
საკონცერტო დარბაზის მშენებლობაზე 700-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.
"ურეკის საკონცერტო დარბაზის" მშენებლობაზე "ფონდმა ქართუმ" 200 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა.
საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ 2000-მდე ავტომობილის პარკირებისთვის გამოყოფილია ადგილი.
Bleack Sea არენა აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მქონდე უსაფრთხოების სისტემით.
აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სამუშაოებს კომმპანია "ელიტა ბურჯი" და ასოციაცია "ატუ" ახორციელებდნენ.