logo_geo
eng_logo
„ჩემზე არ ინერვიულოთ, კარგად ვარ“- რა მისწერა მერაბიშვილმა ჩერგოლეიშვილს?
- +

8 ივლისი. 2016. 23:36



ვანო მერაბიშვილმა  თამარ ჩერგოლეიშვილს საპყრობილედან წერილი მისწერა. ამის შესახებ ინფორმაციას და წერილის ნაწყვეტს თავად ჩერგოლეიშვილი ავრცელებს.


 

 

ჩერგო, არასოდეს შენთვის წერილი არ მომიწერია. არც მესიჯის მოწერა მახსოვსალბათ იმიტომ, რომ მე ყოველთვის წინასწარ ვიცოდი შენი აზრი ნებისმიერ თემაზე.

მინდა, ჩემი პროგნოზი მოგწერო საპარალამენტო არჩევნების შედეგებზე. მინდა, რომ რაღაც ფორმით შეინახო და მერე შედეგებს შევადაროთ".


ასე იწყება ვანო მერაბიშვილის სუპერ-ოპტიმისტური წერილი, რომელიც ორი დღის წინ მივიღე...


ცხადია, ვინახავ. ცხადია, არჩევნების შედეგებსაც შევადარებ.


„ჩემზე არ ინერვიულოთ და დრო არ კარგოთ, კარგად ვარ - არჩევნებზე კონცენტრირდითო".


P.S. თან მიხსნის, რომ გათვლები რაციონალურია, სოციოლოგიურ კვლევებს ეყრდნობა და თუ რამეში თავი სპეციალისტად მიაჩნია, არის მათემატიკის ის ნაწილი, რომელიც მონაცემთა შეფასებას ეხება, „განაზომთა მათემატიკური დამუშავების თეორიას“ ვასწავლიდიო.


აი, მე-18 მუხლი რომ ავიხირე, მანდ მთლიანად შინაგან რწმენას ვეყრდნობოდი, თორემ ვიცოდი, რომ ძალიან ვრისკავდიო",- წერს ჩერგოლეიშვილი. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner