„ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური საკონცერტო დარბაზის Black sea arena-ს შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, რომ ფონდი „ქართუ", უმაღლესი სტანდარტის, 200 მილიონი ლარის ღირებულების საკონცერტო დარბაზს - „Black Sea Arena", სახელმწიფოს გადასცემს.
„ხვალ ამ შენობას ფონდი „ქართუ" სახელმწიფოს აჩუქებს...
200მლნ ლ. ღირებულების, 9500 მაყურებელზე გათვლილი, სუპერტექნიკის, სუპერუსაფრთხო და ულტრათანამედროვე ობიექტის სრულუფლებიანი მესაკუთრე და განმკარგავი იქნება ქართული სახელმწიფო. „ქართუ" კი იქნება ისევ ქართული, ისევ მშენებელი და ისევ სახელმწიფოს გაძლიერებაზე მზრუნველი..."- წერს უძილაური.