ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
ვაგრძელებ TAKO-სადმი მიძღვნილ ციკლს: "თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო!"
ამ პუბლიკაციის ძარღვი გახლავთ ბატონ ზვიად გამსახურდიას კრიტიკული წერილი ჯანსუღ ჩარკვიანის პოეტური შემოქმედების შესახებ.
ეს წერილი ბევრ რამეზე მეტყველებს. ჯერ ერთი იმაზე, თუ როგორ აფასებდა მომავალი "მთაწმინდელის" პოეზიას ავტორიტეტული ლიტერატორი და მეორე-რატომ იდგა ანტიგამსახურდიასეულ მიტინგებზე და რატომ გახდა მის წინააღმდეგ მოწყობილი ამბოხების მონაწილე "იატაკქვეშა დისიდენტი" პოეტი, დღეს ქართული პატრიოტული მოძრაობის ერთერთი "მგზნებარე ტრიბუნის" და უბადლო ტელევარსკვლავ - "პუბლიცისტკის" მამა, რომელიც, თურმე, როგორც TAKO-თაკო ისტერიულად ამტკიცებს, პუტჩისტობის პარალელურად ბატონი ზვიად გამსახურდიას მეგობარი და თანამებრძოლიც იყო.
გაითვალისწინეთ, რომ ეს წელიწადნახევრის წინანდელი პუბლიკაციაა.
რა თქმა უნდა ამ წერილსაც მე და ჩემს ე.წ. "კლასტერს" გვაბრალებს უზნეო და უტიფარი TAKO, აბსოლუტური ცრუპენტელა და გასაოცრად უვიცი!
ჯერ ჩემს შესავალს გაეცანით.
"შენ დაუკა, TAKO,
შენ კი დაცხე ტაში, კუკური!!!"
"""""""""""""""""""""""""""""""""""""
ცნობილი ქართველი საბჭოთა პოეტის და იმავდროულად "იატაკქვეშეთელი დისიდენტის" ქალიშვილმა TAKO-მ მორიგი ბოდვა(!!!) გამოაცხო იმ საპასუხო წერილით გადარეულმა, რომელიც აქ, ჩემ გვერდზე გამოქვეყნდა, "რეპორტიორში" და გადაუბეჭდავს გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკას": "მუზა ვარ, მუზა!" (http://reportiori.ge/inside.php?menuid=48&id=102601)
ერთი სიტყვით, ერთადერთი რაც ამ ბაზრის დედაკაცს ჯერჯერობით არ უკადრებია, დედის გინებაა... მაგრამ მის ზნეკეთილობას, ინტელექტს და არნახულ პირად კულტურას თუ გავითვალისწინებთ, ყველაფერი წინ მაქვს...
"ტრადიციულ ბრალდებებს" შორის, ქალბატონი "პუბლიცისტკა" გამოყოფს განსაკუთრებულ თემას: მამამისის უახლოეს მეგობრულ ურთიერთობას ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან - ზ.გამსახურდიასთან და მ.კოსტავასთან, თურმე, ხელს უშლიდა, მათ აპირისპირებდა და ერთმანეთის წინააღმდეგ აქეზებდა მაშინდელი კომპარტიის ცეკა, კაგებე და... პირადად მე!
ამ ჭკუათხელ მდედრს ავიწყდება ასაკობრივი სხვაობა თაობებს შორის, ის, რომ როცა ეს "დაპირისპირება" დაიწყო, ბატონი ჯანსუღი მაღალი რანგის პოეტი-ჩინოსანი გახლდათ, მე - იმ დროს ახლად სკოლადამთავრეული ყმაწვილი, ზეინკლად ვმუშაობდი თბილისის ერთერთ დიდ საწარმოში და, თურმე... იქედან ვმართავდი ცეკას, ტეკას, კაგებეს, მწერალთა კავშირს და ქართულ მედიას.
რას იზამ, მაგრად არიან ეს ოხერი "ნორჩი პოლიტიკოსები" "ინფორმირებულები".
ვიდრე ლოგიკურ პასუხს გავცემდე TAKO -ს მორიგ ბოდვა-აბდაუბდას, მანამდე მინდა დრო და ადგილი მოვიგო და ჩემ ფბ - მეგობრებს ამ პირველი(!) პუბლიკაციით (დანარჩენი შემდგომ) შეგახსენოთ ის, რაც ისედაც კარგად იცით, თანაც, კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ სკოლიდან გამოყოლილი სიბრძნის ჭეშმარიტებაში: გამეორება ცოდნის დედაა!
აი, ეს პუბლიკაცია (რომელიც ნებისმიერ თქვენგანს აქამდე შეეძლო სულ ადვილად მოეძებნა ინტერნეტში), კიდევ ერთხელ მეტყველებს თუ რა "მაგრად" მუშაობდა მაშინდელი ცეკა-ტეკა, რათა დაეპირისპირებიათ ეროვნული მოძრაობის ლიდერები თურმე "იატაკქვეშ" მოღვაწე "დისიდენტებთან".
მერე რა, რომ ამ წიგნის გამოცემის დროს (1991 წ.), არც კომუნისტები, არც "ცეკა-ტეკა", არც კაგებე არ იყვნენ პოლიტპოდიუმზე და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც თქვენი მონა-მორჩილი ცხოვრობდა საქართველოში. მით უმეტეს, წიგნის ავტორი იმ დროს საქართველოს პრეზიდენტი გახლდათ და ცენზურაც კარგა ხნის გაუქმებული იყო...
TAKO-სთვის ამ რეალობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მისთვის მთავარია იყბედოს, ამტკიცოს რომ უტყუარი ფაქტებით სავსე აქვს "დოსიე" და მთავარი: ქვეყანა დააჯეროს მისი ოჯახის "დისიდენტურ" წარსულში. არადა, მაშინდელი "ელიტა" ამ ოჯახს პატივს ცემდა სწორედ მისი საბჭოურობის(!), საზოგადოებრივი აქტიურობის და იმ დროის(!) ადექვატური, ანუ კომუნისტური პოზიციებისა გამო. ამიტომ იყო "სასიქადულო პოეტი" ყველა ჯილდოს და რეგალიის მფლობელი. ეს "იდიოტი, ბრმა და ყრუ" კომუნისტები, ისევე, როგორც ელამი კაგებე და შტერი ცენზურა, ვერ "ამჩნევდნენ" მტრული იდეოლოგიის "ღრმა დაშიფვრის აგენტის" - ჯანსუღ ჩარკვიანის საქმიანობას.
ერთი სიტყვით, წაიკითხეთ ეს წერილი, რომლის შინაარსაც, მე რომ მკითხოთ, არავითარი კომენტარი არ ჭირდება.
ფეისბუკში კი მის მახვილგონიერებით აღსავსე პუბლიკატორს პირადად არ ვიცნობ, არასოდეს შევხვედრივარ, არ მისაუბრია ტელეფონითაც კი, არ ვიცი, საერთოდ, ვინ არის და თუ კი ცრუპენტელა TAKO მასაც ჩემს ტროლობას დააბრალებს, კიდევ ერთხელ სიცილით შევძახებ: შენ დაუკა, ცრუპენტელა თაკო, შენ კი ტაში, ძმაო კუკური!