logo_geo
eng_logo
ქართველებისა და ბორჩალოს აზერბაიჯანელების 100-წლიანი საბრძოლო მეგობრობა
- +

22 თებერვალი. 2021. 16:41

 

 

2021 წლის 18-19 თებერვალს, ზუსტად 100 წელი გავიდა მოვლენებიდან, როდესაც თბილისის დასაცავად მრავალრიცხოვანი წითელი არმიის წინააღმდეგ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ბორჩალოელი აზერბაიჯანელი მუსლიმების რაზმი ჩაერთო. რაზმის მეთაურმა ედიგაროვმა მუსლიმი აზერბაიჯანელების საქართველოს დაცვისადმი უპირობო ერთგულების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მოწმობს იმდროინდელ ქართულ გაზეთ „რესპუბლიკაში“ განთავსებული ინფორმაცია.

 

 

1921 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანს ძლიერი მტერი - საბჭოთა რუსეთი დაუპირისპირდა.

 

1918-1919 წლებში ბოლშევიკების შეტევის დროს აზერბაიჯანელების დახმარებას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ქართულმა არმიამ უკუაგდო მტრის შეტევა, კონტრშეტევაზე გადავიდა და ერთი კვირით გაახანგრძლივა თბილისის დაცემა.

მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: 18 თებერვლის საღამოს წითელი არმიის ნაწილები სოღანლუღს მიადგნენ. ქართული ჯარები, ბორჩალოელ და თბილისელ აზერბაიჯანელებთან ერთად, მთელი ღამე იგერიებდნენ ბოლშევიკური ჯარების შეტევებს, გამთენიისას კი სამხედრო ტექნიკის დახმარებით, კონტრშეტევაზე გადავიდნენ და სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს. 1600 ადამიანი ტყვედ აიყვანეს. მე -11 წითელი არმიის უკან დახეულ ნაწილებს ფრონტის არტილერიით დარტყეს. ეს ქართული არმიის პირველი გამარჯვება იყო რიცხოვნობით გაცილებით დიდი წითელი არმიის ნაწილებზე. ამ ყველაფერმა საქართველოს არმიას დედაქალაქის 1921 წელი 24 თებერვლამდე წარმატებით დაცვის საშუალება მისცა. თუმცა, ძალები არათანაბარი იყო. 24 თებერვალს წითელმა არმიამ მასშტაბური საარტილერიო შეტევა განახორციელა ფრონტის ყველა ხაზზე. ამ დღესვე საქართველოს მთავრობის ქუთაისში ევაკუაცია დაიწყო.

15 თებერვალს თბილისში ვითარება კრიტიკულად შეიცვალა. რუსული წითელი არმია რამდენჯერმე აღემატებოდა ქართულ არმიას. ქართულმა სარდლობამ, არმიის შენარჩუნებისა და სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით თბილისის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ასე დასრულდა 1921 წლის თებერვალში თბილისის  გმირულად დაცვის ერთი კვირა, რომლის დროსაც ქართველი მხედრების გვერდით, მხარდამხარ, აზერბაიჯანელი მხედრებიც იბრძოდნენ.

თბილისის დაცემის შემდეგ წითელმა არმიამ 4 მარტს დაიკავა სოხუმის ნაწილი, 9 მარტს აიღო ზუგდიდი. მამისონის უღელტეხილიდან გადმოსულმა წითელი არმიის ნაწილებმა 10 მარტს ქუთაისი აიღო. 14 მარტს დაეცა ფოთი. განვითარებული მოვლენების ფონზე 17 მარტს საზავო ხელშეკრულება დაიდო. 19 მარტს კაპიტულაცია გამოცხადდა, 19 მარტს კი წითელ არმიას ბათუმი ჩაბარდა. საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვისთვის ქართული არმიის ერთთვიანი გმირული ბრძოლა მარცხით დასრულდა. საქართველო, ისევე როგორც მანამდე აზერბაიჯანი, საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდა.

მიუხედავად მძლავრი საბჭოთა პროპაგანდისა, ბორჩალოელი აზერბაიჯანელები ბოლომდე საქართველოს ერთგულები იყვნენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner