logo_geo
eng_logo
Reuters: ევროკავშირი რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების ცალკე წარმომადგენლებს პერსონალურ სანქციებს დაუწესებს
- +

22 თებერვალი. 2021. 18:01

 

 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების ცალკე წარმომადგენლებს პერსონალური სანქციები დაუწესონ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ევროკავშირში დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

დიპლომატიური წყაროს ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის საქმეზე ევროკავშირი სასანქციო სიაში შემდეგ პირებს შეიყვანს: რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი, გენერალური პროკურორი და რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელი.

 

სასანქციო სიაში შეყვანილ პირებს ევროკავშირის ქვეყნებში ერთი წლის განმავლობაში შესვლა და ევროკავშირის ბანკებში ფულის ქონა აეკრძალებათ.

 

2 თებერვალს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა და 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ლიდერებმა რუსეთის ხელისუფლება ალექსეი ნავალნის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

 

17 თებერვალს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოსთხოვა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner