logo_geo
eng_logo
ძლიერი წვიმის შედეგად ოზურგეთში რამდენიმე ოჯახს დატბორვა ემუქრება
- +

9 ივლისი. 2016. 00:48



ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ამ წუთებში გადაუღებლად წვიმს. გადაუღებელი წვიმის შედეგად ოზურგეთის სოფლებში სილაურსა და ჯუმათში ადიდებულმა მდინარემ სახიდე გადასასვლელებს მიწა გამოაცალა. დაიტბორა საკარმიდამო ფართობები. დატბორვა ემუქრება რამდენიმე ოჯახს.


ადგილზე იმყოფება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე. მობილიზებულია მუნიციპალური ტექნიკა და სამაშველო სამსახური.


სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner