უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი მიხეილ სააკაშვილის უკრაინელ ქალბატონებთან ცეკვას ეხმიანება:
„მიშას, ბუგი-ვუგის ვუყურე...
ერთ დროს, ბუშთან მოცეკვავე კაცი, ჭალა-ჭალა, ცირკის დათვივით ბუქნაობს...
P.S. Плохому танцору, яйца мешают...
რა ტლინკაობა ცოდნია, „ღუბერნატორად" ჩამოქვეითებულს... მაგრამ ცეკვაშიც ბლაგვია, ხალხნო...ბლა-გვი...
მიდი შაუბერე- Играй, гармонь любимая..."
მიხეილ სააკაშვილი უკრაინელ ქალბატონებთან ერთად ფერხულში ჩაება.
საქართველოს ექს პრეზიდენტი, ამჟამად კი უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი FACEBOOK-ის ოფიციალურ გვერდზე ფოტოებს აქვეყნებს.
ფოტოები უკრაინაში, ერთ-ერთ ფესტივალზეა გადაღებული.