საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რესპუბლიკური პარტიის ლიდერებთან გუშინ გამართული შეხვედრა შეაჯამა:
„ძალიან საქმიანი საუბარი შედგა გუშინ რესპუბლიკური პარტიის რამდენიმე ლიდერთან, სადაც ვისაუბრეთ პარტნიორობაზე „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსა" და რესპუბლიკურ პარტიას შორის. გარკვეული შეთანხმებები მისაღწევი იქნება წინასაარჩევნო პროცესში. თუ „ქართული ოცნება" მრავალპარტიულ ფორმატში წარსდგება წინასაარჩევნოდ, ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ორმხრივად იქნება მიღწეული, შემდგომ მრავალმხრივ ფორმატში უნდა დადასტურდეს", - განაცხადა გირგი კვირიკაშვილმა.