logo_geo
eng_logo
პრემიერმა რესპუბლიკური პარტიის ლიდერებთან გუშინ გამართული შეხვედრა შეაჯამა
- +

4 მარტი. 2016. 11:03



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რესპუბლიკური პარტიის ლიდერებთან გუშინ გამართული შეხვედრა შეაჯამა:


„ძალიან საქმიანი საუბარი შედგა გუშინ რესპუბლიკური პარტიის რამდენიმე ლიდერთან, სადაც ვისაუბრეთ პარტნიორობაზე „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსა" და რესპუბლიკურ პარტიას შორის. გარკვეული შეთანხმებები მისაღწევი იქნება წინასაარჩევნო პროცესში. თუ „ქართული ოცნება" მრავალპარტიულ ფორმატში წარსდგება წინასაარჩევნოდ, ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ორმხრივად იქნება მიღწეული, შემდგომ მრავალმხრივ ფორმატში უნდა დადასტურდეს", - განაცხადა გირგი კვირიკაშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner