logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: ქვეყანას ნამდვილად სჭირდება ისეთი ეროვნული იდეა, რომელიც ადამიანებს გააერთიანებს
- +

22 თებერვალი. 2021. 22:26

 

 

თანამედროვე მეტად ცვალებად და ახალი გამოწვევების მქონე მსოფლიოში, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას როგორც არასდროს  ისეთი დატვირთვა ენიჭება. გარდა ამისა, შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში არანაკლებ აქტუალურია ისეთი ეროვნული იდეა რომელიც ერთის მხრივ გზის ორიენტირებს დასახავს და მეორეს მხრივ, საქართველოს მოსახლეობას შეკრავს და გააერთიანებს ამ იდეის ირგვლივ.

ამ თვალსაზრისით ძალზე საინტერესო იყო საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის  ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სწორედ ამ ორ უმნიშვნელოვანეს ფაქტორზე აქცენტების გადატანა. თავის დროზე ყველა წარმატებული ქვეყანა იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები, თანამდროვე გერმანია, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი თუ სკანდინავიის ქვეყნები, სწორედ ამ ორი სახემწიფოებრივი მიმართულების ირგვლივ შეკრა და განვითარდა.

ჩვენ რომ ეროვნული უსაფრთხოებს და ეროვნული იდეის გარეშე ავღმოვჩნდით დღემდე ბევრი წავაგეთ, ტერიტორიების ნაწილიც დროებითი დაკარგვაც ამ ფაქტორის გამოძახილი იყო და არა მხოლოდ რუსული ოკუპაციის.  ზოგადად, დემოკრატია ან სიტყვის თავისუფლება არ და ვერ იქცევა ეროვნულ იდეად არა იმიტომ, რომ ქვეყანა ამ მიმართულებით არ უნდა ვითარდებოდეს, არამედ იმიტომაც, რომ საერთო მიზანს და ამოცანებს ვერ აკონკრეტებს და ვერც ერს შეკრავს ბოლომდე.

ქვეყანას ნამდვილად სჭირდება ისეთი ეროვნული იდეა, რომელიც გააერთიანებს ადამიანებს და ერთგვარ ახალ ენერგიას და სტიმულს მისცემს მომავლის შესაქმნელად.

ეროვნული იდეის გარეშე ვერც ეკონომიკა მიიღებს ახალ დინამიზმს, ვერც სიღარიბე დაიძლევა და ვერც ჩვენ ვიქცევით თანამედროვე ერად. თორემ, დამოუკიდებელიც ვართ, ადამიანთა უფლებებიც დაცულია და სიტყვის თავისუფლებაც, მაგრამ გვაქვს გათითოკაცებული და ეგოისტური საზოგადოება, სადაც ყველა თავისთვის იბრძვის და ნაკლებად საერთო საქმისათვის.

სადაც ხშირად სახელმწიფო უცხო განყენებულ ცნებად და მხოლოდ პირადი კთილდღეობის მიღების საშუალებად არის ქცეული.

ჩვენ გვჭირდება ისეთი ახალი იდეა, რომელიც ცალ-ცალკე და ყველას ერთად, ერთ სახელმწიფოებრივ ამოცანად გვაქცევს. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ცეკვა ხორუმი.  მასში,  იკითხება როგორც ეროვნული სული, ისე ქართველი კაცის დამოკიდებულება საკუთარ მიწასთნ, მოყვასთან, სიკვდილ-სიცოცხლესთან,  ეს არის ძიების, ბრძოლისა და გამარჯვების სიხარულით გამოწვეულ განცდის სიმფონიაც.

ახალი ეროვნული იდეის კონცეფციაც ერთიანი საქართველოს საერთო განვითარების კონტექსტში უნდა იყოს აგებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner