პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი საქართველოს ევროპული არჩევანით კმაყოფილია. როგორც პოეტმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „რვიანში" განაცხადა, იგი მოხარულია, რომ ამ საკითხში მთელი პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდა და საქართველოს ვიზა- ლიბერალიზაციისთვის ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც ერთნაირად იბრძოლა.
„საქართველოს არჩევანს, ევროატლანგიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით კვირიკაშვილთან ერთად ხელი მოაწერა ყველა ოპოზიციამ, პოზიციამ.
გახარებული ადამიანი ვარ, მე ასეთი ერთობა ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს და მოვუწოდებ, რომ ამ დონეზე იყვნენ მთელი თავისი ცხოვრება თუ უნდათ რომ საქართველო გადაარჩინონ."- განაცხადა ჩარკვიანმა.