რატომ გამახსენდა? 2004 წლის 11 ივლისს მიხეილ სააკაშვილის მოწვევით, თბილისში სამდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ვლადიმერ რუშაილო. ამ ვიზიტთან დაკავშირებით ერთი რამ ვიცი დანამდვილებით - სამივე დღე ფხიზელი არავის უნახავს. საქმიანი შეხება მქონდა მისი დაცვის წევრებთან ФСО-დან, რომლებიც მოსკოვის ცენტრალურ ოფისში, თავის დაზღვევის მიზნით, პატაკს პატაკზე წერდნენ - "დასაცავი პირი არღვევს დაცვითი ღონისძიებების დადგენილ რეგლამენტს და ღონისძიებების არსებული პროტოკოლის დარღვევით, ჩვენთვის უცნობ პირებთან ერთად დროს ატარებს თბილისის ცენტრში პეროვსკაიას ქუჩაზე მდებარე სხვადასხვა გასართობ დაწესებულებებში...".
შეგახსენებთ, რომ 2007 წელს აშშ-ს იმდროინდელი ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი, ხოლო 2008 წლის აპრილში, სოხუმიდან თბილისში ახალი დაბრუნებული აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მეთიუ ბრაიზა - ერთხმად არწმუნებდნენ ვანო მერაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო "პრეზიდენტი" სერგეი ბაღაფში მზად არის თბილისთან დიალოგს მოუბრუნდეს. რა სისულელეა - იყო ქართველ ხელისუფალთა პასუხი - ეგო ლოთიაო და მოსკოვის გარეშე ნაბიჯს არა დგამსო. ნუ... რუშაილო ხომ "სავსემ დრუგოე ძელო" იყო. სად მაგის ლოთობა და სად მაგის მოსკოვისაგან დამოუკიდებელი ნაბიჯები პეროვსკაიას ქუჩაზე...
და მაინც, რამ გამახსენა? უბრალოდ იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრობისას ეს დაკონსერვებული, დეოკუპაციის თემებიც - ამჯერად უკვე ჩვენი დასავლური პარტნიორების აზრისა და მხარდაჭერის გაზიარებით, ასევე დაიძრება მკვდარი წერტილიდან, ნაცსექტის ასევე გულის გასახეთქად.