სამართალდამცველები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ.
ადგილზე რჩებიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ნაწილი, რომლებიც სამართალდამცველებს ტაშით და შეძახილით – „მონებო“ აცილებენ.
სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს.