logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური: არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც დღეს საქართველოს პოლიციამ აღასრულა ისე, რომ ერთ ადამიანს ერთი თმის ღერიც არ ჩამოვარდნია
- +

23 თებერვალი. 2021. 10:35

 

„არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც დღეს საქართველოს პოლიციამ აღასრულა ისე, რომ ერთ ადამიანს ერთი თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნია“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ხელისუფლების მეორე მხარეს არიან რადიკალური ჯგუფები, რომლებსაც უნდათ ხელისუფლებაში მოვიდნენ სახელმწიფო გადატრიალების, შტურმის, პარლამენტში შევარდნით, ჩვენი მოქალაქეების ბულინგითა და ზეწოლით.

 

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენმა მოქალაქეებმა და არა მარტო ჩვენმა მოქალაქეებმა პირდაპირი ეთერის რეჟიმში ვიხილეთ, საქართველოს ისტორიაში, ვფიქრობ, არ იქნება გადაჭარბებული, მართლაც უნიკალურად, უნაკლოდ და უზადოდ შესრულებული ღონისძიება. ჩვენ ასევე ვიხილეთ და ჩვენმა მოქალაქეებმა ნახეს, მეორე მხრივ დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერები, რომლებსაც ოპოზიციონერებსაც ვერ დავარქმევ. ესენი არიან რადიკალური ჯგუფები, რომლებსაც უნდათ ხელისუფლებაში მოვიდნენ სახელმწიფო გადატრიალების, შტურმის, პარლამენტში შევარდნით, ჩვენი მოქალაქეების ბულინგითა და ზეწოლით. ეს არის რეალურად მეორე მხარე, რომელიც რეალურად დესტრუქციული ძალაა და რომელიც კანონის სივრციდან არის გასული. არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც დღეს საქართველოს პოლიციამ აღასრულა ისე, რომ ერთ ადამიანს ერთი თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნია“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner