„თქვენ იცით, რომ არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში იყო შესული და შინაგან საქმეთა სამინისტრო მოვალე იყო შეესრულებინა ეს გადაწყვეტილება, რაც მათ გააკეთეს კიდეც“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრვალესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
სოზარ სუბარმა მადლობა გადაუხადა პოლიციელებს.
„პოლიციელებმა ძალიან მაღალ, პროფესიულ დონეზე შეასრულეს ეს გადაწყვეტილება და კანონი აღსრულდა. მადლობა მინდა ვუთხრა შსს მინისტრ ვახტანგ გომელაურს კარგად ჩატარებული სპეცოპერაციისთვის“, – განაცხადა სუბარმა.