„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ მათ ამის შესახებ მელიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცადა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია რამდენიმე საათის წინ დააკავეს. მისი აყვანის სპეცოპერაცია შსს-მ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დილიდან დაიწყო.