logo_geo
eng_logo
ჟან-კლოდ იუნკერი: უკრაინა უახლოესი 20-25 წლის განმავლობაში ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ვერ გახდება
- +

4 მარტი. 2016. 11:05




ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერმა ჰააგაში განაცხადა, რომ უკრაინა უახლოესი 20-25 წლის განმავლობაში ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ვერ გახდება.

მისი განცხადებით, უკრაინის აღმოსავლეთში ომის გამო, ახლა საუბარიც კი ზედმეტია NATO-ში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.


 

უკრაინის მთავრობა კორუფციასთან ბრძოლისა და იუსტიციის ორგანოების რეფორმირების საქმეში საკმარის ზომებს არ იღებს", - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.



იუნკერმა იმედი გამოთქვა, რომ ნიდერლანდების მოსახლეობა მხარს დაუჭერს ევროკავშირ-უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას. აღნიშნულ საკითხზე 6 აპრილს ნიდერლანდებში რეფერენდუმი ჩატარდება.



„დოიჩე ველეს"" ცნობით, ბოლო გამოკითხვები მიუთითებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ამ შეთანხმების წინააღმდეგია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner