logo_geo
eng_logo
სანდრო ცაგარელი: „აუდიტორია 115“ რამდენიმე ნაწილად დაიშალა!
- +

9 ივლისი. 2016. 02:23



„აუდიტორია 115"-ის ყოფილი წევრი და ცნობილი აქტივისტი  სანდრო ცაგარელი გაზეთ  „ქრონიკა +"-თან „აუდიტორია 115"-ში მიმდინარე შიდა პროცესეზბე საუბრობს.


ცაგარელის თქმით, „აუდიტორია 115"-ი რამდენიმე ნაწილად დაიშალა და შეიქმნა ორგანიზაციები, რომლებთაც საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ.


სანდრო ცაგარელის თქმით „აუდიტორია 115" საერთოდ დაშლის პირას არის.



„2016 წლის 5 მარტს „კავკასიურ სახლში" რამდენიმე თანატოლს ვთხოვე, რომ შემხვედროდნენ, მათ შორის, ლევან ლორთქიფანიძეს, ირაკლი კუპრაძეს, თორნიკე ჩივაძეს და სხვა აქტიურ სტუდენტებს. იმ დროისთვის მწვავედ იდგა საკითხი კანცლერის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ კრიტიკული დამოკიდებულება გვქონდა პაპავას მმართველობის სტილთან და იქ მივიღეთ გადაწყვეტილება, ორგანიზირებული პროტესტი დაგვეწყო, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარე მძლავრ საინფორმაციო, ფინანსურ და სხვა რესურსებს ფლობდა.


ვუპირისპირდებოდით ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას და სტუდენტურ თვითმმართველობას, რომელიც პრივილიგირებულ კლასად ჩამოყალიბდა: სტუდენტებისთვის გამოყოფილ თანხებთან წვდომა ჰქონდათ მხოლოდ ამ ორგანიზაციის წევრებს, ისინი თვითნებურად განკარგავდნენ თანხებს, სტუდენტების დიდი ნაწილისთვის ნაკლებად საინტერესო თემებზე ატარებდნენ ღონისძიებებს. მათ არ ჰქონდათ იმ მასშტაბის მხარდაჭერა, რა პოზიციებსაც იკავებდნენ სასწავლებელში. ისინი წახალისებული იყვნენ უნივერსიტეტის შიგნით არსებული მმართველი ელიტის მიერ. თვითმმართველობის  პრეზიდენტი შალვა საბაური, რომელიც ერთი თვის წინათ ვადის ამოწურვის შემდეგ გადადგა, კობა ნაყოფიას შტაბის წევრი იყო, რისი ფოტომასალაც არსებობს. წლების განმავლობაში რაღაც ტრადიციად ჩამოყალიბდა, თვითმმართველობის ყოფილი შეფები მთავრობის დასაყრდენები იყვნენ, ისინი თსუ- დან პირდაპირ სამინისტროებში ინაცვლებდნენ მაღალ პოზიციებზე, ეს პრაქტიკა იყო, ანუ მათ უნივერსიტეტში მუშაობა იმისთვის კი არ სჭირდებოდათ, რომ თსუ-ში რაიმე გაეკეთებინათ, არამედ იმისთვის, რომ თავიანთი კარიერისტული გეგმები განეხორციელებინათ.


გულწფელად გეტყვით: ამ ეტაპზე აღნიშნულ თემაზე საუბარი ნამდვილად არ მსურდა. არ განვეკუთნები იმ ადამიანთა კატეგორიას, რომელიც პირადი წყენებით ხელმძღვანელობენ და კარის გამოჯახუნების შემდეგ ყოფილ თანაგუნდელებს აფურთხებენ;  მედიის წარმომადგენლებს კი, ვინაიდან თქვენ გარკვეული ინფორმაცია გაქვთ და ინტერვიუზე დაგთანხმდით, ვერ მოგატყუებთ. დღეს „აუდიტორია 115" რამდენიმე ნაწილად დაიშალა: იქ არის „მწვანე მუშტი", სხვა ორგანიზაციები, ყველას თავისი ინტერესი ამოძრავებს, რის გამოც „აუდიტორია" დავტოვე, თუმცა ეს ერთეული შემთხვევა არ არის ორგანზიაცია დაშლის პირასაა.


ადამიანები, რომლებიც ჩვენი გუნდის წევრები მეგონა, მოწინააღმდეგე ბანაკთან ფარულ კომუნიკაციაში ყოფილან. რატომ შეხვდნენ მალულად მათ? ინფორმაცია გაცვალეს? აღმოჩნდა, რომ გიორგი არობელიძე, ანა კამლაძე და სხვები ფარულად ხვდებოდნენ იმ ადამიანს, რომელთანაც დაპირისპირებული ვიყავით.  ჩემთვის გაუგებარია, რისთვის შეიძლება შედგეს ორ ასეთ დაპირისპირებულ მხარეს შორის შეხვედრა? ალბათ, პირადი პოზიციები გაიმყარეს. თავიდან ამ თემის წამოწევას არ ვაპირებდი, არ მინდოდა, ჩვენი ერთობა და მიზნები დაგვეზიანებინა, მაგრამ შემდეგ ის ჯგუფი, რომელიც უკვე კულუარულად მიპირისპირდებოდა, ჩემს შავ პიარზე გადავიდა, ხანაც ჭორებით, ხანაც ფარული საუბრებით. ისინი არაერთ ადამიანს აქეზებდნენ ჩემს წინააღმდეგ. სხვათა შორის, თვითმმართველობასა და „აუდიტორია 115"-ის წევრებს შორის ფარული შეხვედრები ჩემგან დამოუკიდებლად გასაჯაროვდა, უკვე იმდენი ადამიანი გააღიზიანეს, რომ სხვებმაც გადაწყვიტეს მათ შეცდომებზე საუბარი, ბუნებრივია ამ ყველაფრის შემდეგ მათ პასუხი მოვთხოვე ასეთი საქციელის გამო.


მე არ მინდა, ეს ვითარება პიროვნული  კინკლაობის დონეზე დავიყვანო და იდეოლოგიურ შეუთავსებლობას პიროვნული ჭრილი მივცე, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: აუდიტორიის გარკვეული ნაწილი გულწფელი  ნამდვილად არ აღმოჩნდა საკუთარ პრინციპებთან. აქ საკითხი ერთი პიროვნების, ლორთქიფანიძის დონეზე არ დგას, თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, მანაც გამოიშვირა თითი ჩემი მისამართით და საკმაოდ უსაფუძვლოდ. არასდროს დამიმალავს ჟორჟოლიანთან ურთიერთობა და ეს აქაც ავღნიშნე, მან ბრალი დამდო კოლაბორაციაში. როგორ შეიძლება, სამთავრობო წრეებთან ვიყო შეკრული, თუკი პირველმა გავაპროტესტე სუს-ის ჩარევა უნივერსიტეტში? განათლების და მეცნიერების სამინისტრო მრავალ ტყუილში ვამხილე, ანუ  ხელისუფლება თუ მმართავს, ამას რატომ აკეთებს, მათივე შეცდომები რომ წარმოვაჩინო?! - განაცხადა  -  აქტივისტმა სანდრო ცაგარელმა.

 




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner