„შემირცხვენია ის სახელმწიფო, რომელიც საკუთარი სასამართლოს განაჩენს, გადაწყვეტილებას ვერ აღასრულებს“, - ამის შესახებ ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ „ქრონიკაში“ ნიკა მელიას დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.
„არავის უხარია არც პოლიტიკური ლიდერისა და არც სხვა ადამიანების ციხეში წასვლა, არც მე ვარ ნასიამოვნები იმ პროცესით, რაც დღეს ხდება, მაგრამ კანონი უნდა აღსრულდეს. ისე, უკეთესი იქნებოდა, ის სტანდარტით დაგვეცა, რომ ადამიანი, რომელზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, იმის მიუხედავად, ეს სამართლიანად იდევნება თუ უსამართლოდ, პოლიტიკური პარტიის ლიდერად არ უნდა აირჩიონ და საერთოდ საჯარი სამსახურში არ იღებენ ხოლმე“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.