logo_geo
eng_logo
ჯანსუღ ჩარკვიანი: საჭიროა მეტი აქტიურობა! ერთი ცნობილი პიროვნება, პალრამენტში ზის და ხმას არ იღებს!
- +

9 ივლისი. 2016. 02:52



„მე სამგზის პარლამენტარი გახლდით, ჩემს დროს იყვნენ ძალიან საინტერესო ადამიანები პარლამენტში, ეს იყო ჭაბუა ამირეჯიბი, ნოდარ დუმბაძე, ოთარ ჭილაძე, თამაზ ჭილაძე, ძალიან საინტერესო ხალხი..."- ამის შესახებ პოეტმა ჯანსუღ ჩარკვიანმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „რვიანში" საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ვისაც საქართველოს მომავალზე გული შესტკივა და ამისთვის იბრძვის, თუნდაც პარლამენტარის მანდატით, ცუდი არაფერია.


 

„ჩვენ არასოდეს არ გვიფიქრია, რომ პოლიტიკოსები უნდა გავმხდარიყავით, ამის სურვილი ჰქონდა ყველთვის ხელისუფლებას. დღესაც მიხარია, რომ აქ მარტო პოლიტიკაში კი არ არის საქმე, არამედ, მთელი ცხოვრებაა ჩვენ ვიბრძვით საქართველოს მომავლისათვის, მისი სიყვარულის, ერთგულების გამო და ჩვენ თუ მივიღებთ პარლამენტის მუშაობაში მონაწილოებას, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

 

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ხშირად საჭიროა მეტი აქტიურობა, ვიდრე ახლა ვხედავ. ვიცი ერთი ცნობილი პიროვნება, რომელიც პალრამენტში ზის და ხმას არ იღებს. ძალიან საინტერესო პიროვნებაა და მიყვარს, მაგრამ დასახელება არ მინდა.

 

ყველას მოვუწოდებ- ხმა ამოიღონ! დღევანდელ გაუბედურებულ საქართველოს ასეთი ხელოვანი ხალხი სჭირდება!"- განაცხადა ჩარკვიანმა.  


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner