logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: დღევანდელი დღე ნათელი დემონსტრირებაა, თუ როგორ შეიძლება მაქსიმალურად მოზომილად და ფრთხილად აღასრულო კანონი ზედმიწევნით სწორად
- +

23 თებერვალი. 2021. 17:34

 

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დღევანდელი დღე იყო ნათელი დემონსტრირება იმისა, თუ როგორ შეიძლება „მაქსიმალურად მოზომილად და ფრთხილად აღასრულო კანონი ზედმიწევნით სწორად”.

 

როგორც ნიკა მელიას დაკავების თაობაზე ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით შეფასება ვერ იქნება, თითქოს ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

 

„პოლიცია მოქმედებდა მაქსიმალური სიფრთხილით, მოზომილად, პროპორციულად, იყო ორიენტირებული კანონის ზედმიწევნით სწორად აღსრულებაზე და არა ძალისმიერი მეთოდების დემონსტრირებაზე. ძალისმიერი მეთოდების დემონსტრირება არის “ნაციონალური მოძრაობის” წარსული, მათი სახე და ჩვენ ჩვენს თავს უფლებას არ მივცეთ და არავინ დაუშვებს იმას, რომ რაიმე არაცივილიზებური ფორმით მოხდეს კანონის აღსრულება. ამიტომ დღევანდელი დღე იყო ნათელი დემონსტრირება, როგორ შეიძლება მაქსიმალურად მოზომილად, ფრთხილად აღასრულო კანონი ზედმიწევნით სწორად. ამიტომ ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით ვერანაირი შეფასება ვერ იქნება, თითქოს ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ვინაიდან სწორედ ევროპული სტანდარტებით აღსრულებულმა კანონმა მოგვცა საშუალება, რომ მაქსიმალურად ფრთხილად აღსრულებულიყო ეს კანონი და არავინ დაშავებულიყო“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

 

რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებს, ოხანაშვილი ამბობს, რომ მათ არც ერთ განცხადებაში საუბარი არაა, რომ პოლიციას ნიკა მელიას დაკავების ღონისძიების ჩატარების უფლება არ ჰქონდა.

 

„ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის ვერცერთ განცხადებაში ვერ ნახავთ შეფასებას, რომ კანონით პოლიციას არ ჰქონდა ამ ღონისძიების ჩატარების უფლება და რომ არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული ან არასწორად ჩატარდა ეს ღონისძიება. ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორების მოწოდება არის ძალიან ძვირფასი, მნიშვნელოვანი და ჩვენ ყურადღებით ველოდებით ამას“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner