ავტორი გიორგი მამაცაშვილი
ვუყურებ მიმდინარე მოვლენებს და ერთი განცდა არ მტოვებს - ყოჩაღ პოლიციას დღევანდელი უსისხლო ოპერაციისთვის, მოთმინებისთვის, გაძლებისთვის!
მეც და მოსახლეობის უმრავლესობასაც ნათლად გვახსოვს პოლიციისა და ზონდერ-ჯგუფების მოქმედება ბოკერია-სააკაშვილისა და მერაბიშვილ-უგულავას რეჟიმის პერიოდში.
შედარებაც კი სამარცხვინოა.
შეადარეთ 2007 წელს „ტელეიმედიდან“ ჟურნალისტების გამოყვანისა და ნაცების ლიდერის დღევანდელი დაკავების კადრები. შეადარეთ და განსხვავებას უმალ იპოვით.
ან, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ...
შეადარეთ ე.წ. ოპოზიციონერთა რიტორიკა ზოგადად პოლიტიკოსთა რიტორიკას და განსხვავებას აქაც უმალ იპოვით.
პოლიციელები დღეს მოქმედებდნენ აბსოლუტური სიმშვიდით, ყოველგვარი ხმაურისა და ყიჟინის გარეშე, გართულებებისა და სისხლისღვრის გარეშე. ამის დაუნახაობაც ერთგვარად სასირცხვილოა.
ერთი რამ ფაქტია: კანონი უნდა იყოს უზენაესი და დღეს კანონი აღსრულდა. და აღსრულდა სუფთად და ვიმეორებ - ნაცების სისხლიანი რეჟიმის ქმედებისაგან აბსოლუტურად განსხვავებულად!
P.S
ოცდაათ წელზე მეტია მიტინგების რეჟიმით ვცხოვრობ. ყველანაირი მიტინგი მინახავს. არც ესაა გასაკვირი. ესეც გაივლის...
P.P.S
ერთიცაა: პოლიციელზე ხელის აწევისთვის დამნაშავეთა დასჯა ნაცების ყოფილი ლიდერით, გრიგოლ ვაშაძით უნდა დაეწყოთ, როცა სპეცრაზმელს პირდაპირ ეთერში ხელი ჩაარტყა სახეში!
და საერთოდ, კრიმინალთა დასჯა ცოტა ადრე და და გაცილებით მსხვილი კალიბრის დამნაშავეების დასჯით უნდა დაეწყო ხელისუფლებას!
სამართლიანობის აღდგენა უპირველესი მოთხოვნაა!