logo_geo
eng_logo
„ბებო და ბაბუ მოვიდნენ, ხაჭაპური რა ღირსო... ძველი, გაცრეცილი საფულე გახსნა და ხურდების შეგროვება დაიწყო...“
- +

9 ივლისი. 2016. 03:41



ტატო ცეცხლაძე სოციალურ ქსელში სევდიანი ისტორიის შესახებ წერს:



„გუშინ ბებო და ბაბუ მოვიდნენ, ხაჭაპური რა ღირსო.

 

10 ლარი-თქო. რა ამბავია, 8 ლარად გაგვიკეთეო. ხელში 5-ლარიანი და ხურდები ეჭირათ. ბებომ ძველი, გაცრეცილი საფულე გახსნა და ხურდების შეგროვება დაიწყო. არ ვიცი, რამდენი მოაგროვა, მაგრამ მეკითხება, რა დაჯდებოდა ლიმონათი და ხაჭაპური. ეს უკვე 19.80 იყო.

 

ვუთხარი, დაბრძანდით და მოგართმევთ-თქო.

 

უფროსმა დათომ, რა თქმა უნდა, თქვა, არაფერი გადაახდევინოთო.

 

ისე გაუხარდათ, სიტყვებით ვერ აღვწერ.

 

ბებო მოყვა, რომ აფხაზეთიდან დევნილები ყოფილან. ბათუმში ცხოვრობდნენ რამდენიმე წელი, მერე წყალტუბოში გადავიდნენ. ბაბუს ახლახან ოპერაცია გაუკეთეს და ბებომ - სანამ მოკვდება, ბათუმში წავიყვან, ნაცნობ ადგილებს ვანახებო.

 

ამ ამბის მერე დავფიქრდი, ბათუმის ბულვარში ისეთი ფასებია, რიგითი მოკვდავი ვერ შეწვდება, რომ მსუბუქად წაიხემსოს".


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner