logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: კანონი ყველასათვის კანონია და მისი აღსრულება სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა
- +

23 თებერვალი. 2021. 18:12

 

„კანონი ყველასათვის კანონია და მისი აღსრულება სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა. თუ კანონის აღსრულებაზე უარს ვამბობთ, ამის პოლიტიკური ფასია სახელმწიფოს ჩამოშლა, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებდით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

„დღეს სახელმწიფო არის ძლიერი და ის, რაც 100 წლის წინ მოხდა საქართველოში, დღეს ვერ განმეორდება. 100 წლის წინ საქართველოში იყო მეხუთე კოლონა ბოლშევიკების სახით, რომლებიც ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, და როდესაც წითელმა არმიამ გადმოლახა ქვეყნის საზღვარი, აქ ყველაფერი მათთვის გამზადებული იყო. აქ საუბარია არა ოპოზიციურ ლიდერზე, არამედ ადამიანზე, რომელმაც ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული. ასეთ დანაშაულს აშშ-ში შიდა ტერორიზმს უწოდებენ და ის პასუხის გარეშე არ უნდა დარჩეს. თუმცა, ნიკა მელია ამით არ დაკმაყოფილდა და ცინიკურად თქვა უარი კანონის მორჩილებაზე, გამოწვევა ესროლა სახელმწიფოს. ბუნებრივია, სახელმწიფო ვალდებული იყო, აღესრულებინა კანონი“, - განაცხადა სუბარმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner