logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: სანიმუშოდ ჩატარდა ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია!
- +

23 თებერვალი. 2021. 18:46

 

„მართლაც სანიმუშოდ ჩატარდა ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია. კარგია, რომ დაშავებულებიც კი არ არიან. ასეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი სანიმუშო ოპერაცია, რაც ჩვენ გვინახავს ბოლო ათწლეულების განმავლობაში“, - ამის შესახებ ექსპერტმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ხელისუფლებას სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის სხვა გზა არ ჰქონია.

 

„როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ საპროტექტო აქტივობებს გააგრძელებენ კონსტიტუციის ფარგლებში, რომელი კონსტიტუციის ფარგლებში შედის, რომ ისინი თავიანთ ნებაზე აცხადებენ, რომ მაგალითად არ გაიხდიან გირაოს, არ დაემორჩილებიან კანონს. ისინი თვითონ გადიან კანონმდებლობის ჩარჩოებიდან. სახელმწიფომ უნდა აჩვენოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის ოპოზიციას, რომ მათ პატივი უნდა სცენ ჩვენს ქვეყანაში მოქმედ კანონებს. ნიკა მელიას ეს შეეძლო, მაგრამ მათი ერთ-ერთი მთვარი სტრატეგია იყო, რომ გამოეწვიათ ძალიან დიდი ხმაური ქვეყნის შიგნით და გარეთაც“, - განაცხადა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner