logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: „ნაციონალების“ მიზანი ქართული ღირებულებების გაუფასურებაა
- +

9 ივლისი. 2016. 10:33


უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დიდგორზე ყრილობის ჩატარების გეგმას ეხმაურება. „რეპორტიორთან" საუბარში კაკაბაძე ამბობს, რომ „ნაციონალების" ერთადერთი მიზანი ქართული ღირებულებების დაკნინებაა.


„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ბოროტი მიმართულება არის ის, რომ რაც კი ერისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არის ღირებული და მნიშვნელოვანი, ის ყველაფერი გააუფასურონ. ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის" დროს განათლების მინისტრი კახა ლომაია რომ გავიხსენოთ, იმ საშინელ, ე.წ. რეფორმას, რომელმაც დაანგრია განათლების სისტემა, დაარქვა ილია ჭავჭავაძის სახელი. ყველამ ვიცით, სიტყვა „პატრიოტი" რამდენად მნიშვნელოვანია არამარტო თითოეული ქართველისთვის, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი წარმომადგენლისთვის. ეს სიტყვაც მათ აქციეს პიონერთა ბანაკების სახელწოდებად და ამით დააკნინეს ის ღირებულება, რაც ამ სიტყვასთან იყო დაკავშირებული. ასეთი უამრავი ფაქტი შეგვიძლია გავიხსენოთ მათი მოღვაწეობიდან. ერთ-ერთი არის ახლა ის, რომ დიდგორის ველი და დიდგორის ბრძოლა, ქართველი ხალხის თავდადება საკუთარი ქვეყნისთვის, იმ დონეზე უნდა დაიყვანონ, რომ მათთან მოხდეს ამის გაიგივებაც და ადამიანებს აღარ ჰქონდეთ ისეთი განცდა, როგორიც აქამდე აქვთ. ეს არის მათი ძირითადი მნიშვნელობა და ამას სხვა  არანაირი დატვირთვა არ აქვს. „ნაციონალური მოძრაობის" მიზანი არის, რომ ქართველი ადამიანისთვის ყველაფერი ღირებულის გაუფასურება მოახდინონ თავიანთი პოლიტიკით", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner