logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ვერავინ დადგება კანონზე მაღლა, ვერ იქნება ორმაგი სტანდარტები, თუ სხვაგან პარლამენტზე შტურმი ცუდია, ის ცუდია ჩვენს ქვეყანაშიც
- +

23 თებერვალი. 2021. 23:02

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ნიკა მელიას დაკავების ფაქტი არავითარ კანონიერების ზღვარს არ გასცდენია. საკითხთან დაკავშირებით მან პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

 

„ეს მართლაც იყო მაღალკვალიფიციურად წარმოებული იპერაცია, მთლიანად სამინისტროს და მინისტრს ეკუთვნის მადლობა.

რაც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობას, რა თქმა უნდა, როგორც აქამდე, ჩვენ ვისაუბრებთ ფაქტებზე, პარლამენტის კარი ყველასთვის ღიაა, დიალოგის კარი „ქართულ ოცნებას“ არ დაუხურავს და ჩვენ ვართ ის პირველი პოლიტიკური ძალა ამ ქვეყანაში, ვინც ოპოზიციური ძალებისთვის მაქსიმუმი გააკეთა, რათა მათ შეძლებოდათ პარლამენტში ყოფნა, შეძლებოდათ აქტიურ პოლიტიკურ სცენაზე ყოფნა, ჩვენ ამას ასეც გავაგრძელებთ, მაგრამ ვერავინ ვერ დადგება კანონზე მაღლა და ვერ იქნება ორმაგი სტანდარტები. თუ ერთ ქვეყანაში პარლამენტზე შტურმი ცუდია, ის ასევე ცუდია ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner