logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ყველამ იცოდა - მათ შორის, ელენე ხოშტარიამაც, რომელიც გავრილოვის სამჭედლოში სწავლობდა
- +

23 თებერვალი. 2021. 23:27

 

 

„ის, რომ გავრილოვი საქართველოში ჩამოდიოდა, ყველამ იცოდა, ეს იცოდა ელენე ხოშტარიამაც, რომელიც გავრილოვის სამჭედლოში სწავლობდა“, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„რა მნიშვნელობა აქვს რომელ სკამზე ჯდება გავრილოვი? ქართული პარლამენტის დარბაზში რომ ჯდება, ის სკამი რითია განსხვავებული?“ - დასძინა ხაინდრავამ.

 

მისი თქმით,  სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდომიდან რამდენიმე წამში, დარბაზში გაჩნდა ელენე ხოშტარიაც, რაც, მისი აზრით, ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს.

 

„ორ წამში შემოვიდა ხოშტარია პარლამენტში. აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვები მიჩნდება იმის შესახებ, თუ ვინ ჩამოიყვანა ეს გავრილოვი.

ეს ყველაფერი არის დადგმა. თავის დროზე, როცა მოლაპარაკებების მაგიდასთან დავჯექი, მინისტრის რანგში, ვთქვი, რომ დიპლომატია არ მესმოდა და მადლობელი ვიქნებოდი, თუ დამეხმარებოდნენ და ვთხოვე, დადგმებს ნუ მოინდომებდნენ, რადგან დამდგმელი რეჟისორი მე ვარ. ესაა დადგმა.

ქვეყანაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც საქართველოში, ისევე, როგორც უკრაინაში, დესტაბილიზაცია სჭირდება. ესაა რუსეთი. ეს დესტაბილიზაცია იბადება რუსეთში და მისი გამტარია მიხაილ ვლადიმერის ძე სააკაშვილი“, - განაცხადა ხაინდრავამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner