logo_geo
eng_logo
ღარიბაშვილის რეჟიმის „სისხლიანი დარბევა“ VS სააკაშვილის „ჰუმანური ხელისუფლების“ „უწყინარი ქმედებები“
- +

23 თებერვალი. 2021. 23:31

 

 

 

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ე.წ. ოპოზიციური მედიის, არასამთავრობო ენჯეოშნიკების, სახალხო დამცველისა და მოსყიდული პოლიტიკოსების მხრიდან.

 

 

აჟიოტაჟის პარალელურად, მთელი დღის განმვალობაში პარტიული ტელევიზიები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას ე.წ. სისხლიანი სპეცოპერაციის შესახებ. თითქოს შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმია განსაკუთრებული სისატიკით მოქმდებდა და ანადგურებდა ენმ-ს ოფისს და ფიზიკურად უსწორდებოდა “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს.

 

 

ე.წ. ოპოზიციური მედია  მათ ვინც, პირდაპირ ეთერში უყურა მელიას დაკავების ოპერაციას ვერ ატყუებს, სამაგიეროდ თვალებში ნაცარს აყრის საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ნაკლებადაა ინფორმირებული.

 

 

პარტიული ტელევიზიები აცხადებენ, რომ სპეცრაზმმა გზა ჩაუკეტა “ენმ”-ს აქტივისტებს და მხუთავი აირით ამოხადა სული.

 

 

ანგაჟირებულ მედიასთან ტანდემში მოქმედებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც. ლომჯარიას განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ  დაგვრჩება შთაბეჭდილება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ვინმე “მოკლეს” ან “მ………ეს”

 

 

რეალობა კი რათქმაუნდა რადიკალურად განსხვავებულია  და ამის დასამტკიცებლად გთავაზობთ ფაქტებს და შედარებას.

 

 

მაშ ასე, გთავაზობთ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს, თუ როგორ მიმართავს პოლიცია ნიკანორ მელიას, ასევე, იქ შეკრებილ მოქალაქეებს და აძლევს გონივრულ ვადას, დაემორჩილონ სამართალდამცველების მოთხოვნებს. პოლიციის მიერ ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არ დაემორჩილნენ კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს. საპოლიციო ღონისძიების მსვლელობისას, სამართალდამცველებმა შეკრებილებს შენობიდან გასვლის შესაძლებლობა მისცეს და ამ მიზნით უსაფრთხო დერეფანი უზრუნველყვეს. იხილეთ ვიდეო:

 

 
 
 
 
 

პოლიციას, რომ ფიზიკურ წინააღმდეგობას გაუწევდნენ და ეს ყველაფერი “უსისხლოდ” არ ჩაივლიდა ამას თავიდანვე აცხადებდნენ “ნაციონალური მოძრაობისა” და ოპოზიციური მედიის წრმომადგენლები, თუმცა ნამდვილად უსისხლო და მაღალ პროფესიონალურ დონეზე ჩატარებული ოპერაციის შედეგად პოლიციის მიერ დაზიანები არავის მიუღია. სამაგიეროდ განსაკუთრებული აგრესიულობით გამორჩეული “ნაც.აქტივი” ერთმანეთსაც აღარ ინდობდნენ და უმისამართოდ ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს. იხილეთ ვიდეო სადაც ასახულია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი თუ როგორ ისვრის მყარ საგანს პოლიციის მიმართულებით, რა დროსაც დაზიანდა იქვე მყოფი მოქალაქე და მისი ფოტოტექნიკა.

 
 
 
 
 
 

 

მაღალი სტანდარტით ჩატარებულ დაკავების ღონისძიებას, რა დროსაც პოლიციის მიერ არავინ დაშავებულა, ოპოზიციური ტელევიზიები და პარტიები სისხლიან დარბევას უწოდებენ და ისე წარმოაჩენენ თითქოს “ენმ”-ს ოფისში აპოკალიფსი მოხდა. დეზინფორმაციის ამ ხაზს აყვა სახალხო დამცველი და ე.წ. ვითომ დამოუკიდებელი არასამთავრობო სექტორიც.

გთავაზობთ მიხეილ სააკაშვილის ჰუმანური მმართველობის დროს ჩატარებულ პოლიციურ ღონისძიებებს სადაც, სპეცრაზმელები მოქალაქეებს ბამბის ნაყინს, თბილ ტანსაცმელს ურიგებდნენ, გულში იხუტებდნენ და ბუზებს უგერიებდნენ.

 

იხილეთ ვიდეო:

 

 

 

ამ ფოტოზე “ჰუმანური ზონდერი” ცდილობს აბეზარი ბუზი მოუგერიოს მოქალაქეს.

 

 

ამ ფოტოზე “ჰუმანური ზონდერი” ცდილობს ვიტამინებით გაამდიდროს ჰაერი, რადგან საპროტესტო აქციაზე გამოსულმა მოქალაქეებმა ჯანსაღად ისუნთქონ.

 

 

ამ ფოტოზე “ჰუმანური ზონდერი” ჰიდრომასაჟს უკეთებს საპროტესტო აქციაზე გამოსულ მოქალაქეს.

 

 

ამ ფოტოზე “ჰუმანური ზონდერები” საპროტესტო აქციაზე გამოსულ მოქალაქეებს “მიკი მაუსის” ფორმით გამოეცხადენ და განსაკუთრებული შოუ-პროგრამა შესთავაზეს.

 

 

ამ ფოტოზე “ჰუმანური პოლიცია” საპროტესტო აქციაზე გამოსულ მოქალაქეებს, რომელთაც ფეხი დაუცდათ და თავები შემთხვევით გაიტეხეს, უხსნის თუ როგორ უნდა იარონ უსაფრთხოდ.

 

 

ამ ფოტოზე კი კბილებამდე შეიარაღებული “ჰუმანური ზონდერები” ცდილობენ ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტებს შეასწავლონ მედიასტანდარტები, სიტყვის თავისუფლების ხარისხის დაცვა და ახალი ამბების გაშუქება.

 

 

და ამგვარი “ჰუმანური” ფაქტების დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალის ზღვა მოიძებნება ინტერნეტში. განსხვავება თქვენთვის მომინდვია მკითხველო.

ღარიბაშვილის რეჟიმის სისხლიანი დარბევა თუ სააკაშვილის ჰუმანური ხელისუფლების უწყინარი ქმედებები, დასკვნები თავად გამოიტანეთ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner