logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: განათლების სამინისტრო ახალ სახელმძღვანელოებზე კონკურსს გამოაცხადებს
- +

9 ივლისი. 2016. 10:45


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემაში „ჩემი კითხვა" განაცხადა, რომ სკოლაში არსებული სახელმძღვანელოები, რომლითაც დღეს სწავლება მიმდინარეობს, დაბალი ხარისხისაა. ჯეჯელავას თქმით, განათლების სამინისტრო გამოაცხადებს ახალ სახელმძღვანელოებზე კონკურსს და მასში მონაწილეობის საშუალება ნებისმიერ ავტორსა და გამომცემლობას ექნება.

 

„დღეს რა სახელმძღვანელოებიც სკოლაში გვაქვს და რითიც მიმდინარეობს სწავლება, საკმაოდ დაბალი ხარისხისაა. ძალიან ვწუხვარ, რომ ამის აღიარება მიწევს, მაგრამ მეორე მხრივ, ფაქტს რომ თვალი ავარიდოთ, შეუძლებელი იქნებოდა. მინდა ვთქვა, რომ დამტკიცებულია ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და სწორედ ახლა იწყება ე.წ. სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი. სულ მალე განათლების სამინისტრო ახალ სახელმძღვანელოებზე გამოაცხადებს კონკურსს და ყველა ავტორს, გამომცემლებთან ერთად, საშუალება ექნება, რომ ამ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. მესმის, რომ რთული ამოცანაა ამ მოკლე დროში სახელმძღვანელოების მომზადება, მაგრამ ეს შესაძლებელია. ვიცით, რომ ბევრი სხვადასხვა ავტორი ემზადება გრიფირების კონკურსისთვის", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner