საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თეა წულუკიანი ნიკა მელიას დაკავების ოპერაციას დადებითად აფასებს. მისი თქმით, ეს პროცესი კანონიერების ზღვარს არ გასცდენია.
მან კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა პოლიციას და ყველა იმ სამსახურს, რომელიც დაკავების ოპერაციას გეგმავს და ახორციელებს.
„ეს მართლაც იყო მაღალკვალიფიციურად წარმოებული იპერაცია, მთლიანად სამინისტროს და მინისტრს ეკუთვნის მადლობა“, – აღნიშნა წულუკიანმა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ დიალოგის კარი არ დაუხურავს და როგორც აქამდე, ახლაც ფაქტებით გააგრძელებენ საუბარს.
„რაც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობას, რა თქმა უნდა, როგორც აქამდე, ჩვენ ვისაუბრებთ ფაქტებზე, პარლამენტის კარი ყველასთვის ღიაა, დიალოგის კარი „ქართულ ოცნებას“ არ დაუხურავს და ჩვენ ვართ ის პირველი პოლიტიკური ძალა ამ ქვეყანაში, ვინც ოპოზიციური ძალებისთვის მაქსიმუმი გააკეთა, რათა მათ შეძლებოდათ პარლამენტში ყოფნა, შეძლებოდათ აქტიურ პოლიტიკურ სცენაზე ყოფნა, ჩვენ ამას ასეც გავაგრძელებთ, მაგრამ ვერავინ ვერ დადგება კანონზე მაღლა და ვერ იქნება ორმაგი სტანდარტები. თუ ერთ ქვეყანაში პარლამენტზე შტურმი ცუდია, ის ასევე ცუდია ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.