logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: შეუძლებელია არჩევნები იმდენჯერ ჩაატარო, რამდენჯერაც ვიღაცას შედეგი არ მოეწონება
- +

24 თებერვალი. 2021. 02:50

 

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ამბობს, რომ მიტინგები დემოკრატიის ნაწილია, მაგრამ დემოკრატიის მთავარი ღირებულება ისაა, რომ არჩევნების გზით მოსახლეობა გამოხატავს თავის ნებას- ვინ რა პროცენტით მართოს ხელისუფლება. საკითხზე მან ტვ „იმედის“ ეთერში ისაუბა.

 

„ეს არის მთავარი მანდატი, რაც ხალხმა მოგვცა. დიალოგი არც ერთი წუთი არ დაგვიტოვებია, მათ პარლამენტში შემოსვლისკენ მოვუწოდებთ.

რა მანდატიც ხალხმა მოგვცა, იმის გადახედვა არ მოხდება, თუ გაყალბებული არ არის, თუ გაყალბებულია, ვამბობთ, დავთვალოთ, გამოვიძიოთ და რეაგირება მოვახდინოთ. პოლიტიკური პროცესი ჩიხში ვერ შევა, რადგან ცხოვრება გრძელდება და ქვეყანა ვითარდება. დიალოგის გაგრძელების პერსპექტივა შეიძლება, შევიდეს ჩიხში, თუ გონიერებას არ მოუხმობს ის მხარე, რომელიც დიალოგის გაგრძელებაზე უარს ამბობ. ეს მხარე ამ შემთხვევაში არის ოპოზიცია.

 

ბურთი არის ოპოზიციის მხარეს, ჩვენ ისევ მზად ვართ. შეუძლებელია, არჩევნები იმდენჯერ ჩაატარო, რამდენჯერაც ვიღაცას არ მოეწონება შედეგი. ან პარლამენტში შემოვიდნენ, ან მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ რეალური წინადადებებით. ვადამდელი არჩევნები და სამართლის არაღსრულება ვერ იქნება მოლაპარაკებების საგანი“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner