logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში ჩავა
- +

9 ივლისი. 2016. 10:52


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტიქიით დაზარალებულ იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ჩავა.


გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, შესაბამისი სამუშაოების ადგილზე კოორდინაციის მიზნით, მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში ჩავლენ.


„დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, ძლიერი წვიმისა და სტიქიის გამო, შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.


სტიქიის გამო გადაიდო საკონცერტო დარბაზის „Black Sea Arena"-ს სახელმწიფოსთვის გადაცემის საზეიმო ცერემონია.


ასევე, გადაიდო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11-კილომეტრიანი, ბაში-დაფნარის ახალი საგზაო მონაკვეთის გახსნა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner