logo_geo
eng_logo
ედგარს რინკევიჩი: საქართველომ ბევრს მიაღწია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე
- +

9 ივლისი. 2016. 10:56


ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართულ NATO-საქართველოს კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს გზა NATO-სკენ შეუქცევადია.



„საქართველომ ბევრს მიაღწია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვის სამაგალითო გახდა. მნიშვნელოვანია დაწყებული რეფორმების გაგრძელება. საპარლამენტო არჩევნები ქართული დემოკრატიის სიმწიფის მორიგი დასტური უნდა გახდეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ძალისხმევა რეფორმების ეფექტური დანერგვის კუთხით, სათანადო დაფასებას იმსახურებს. ლატვიას მიაჩნია, რომ საქართველოს გზა NATO-ში შეუქცევადია", - განაცხადა ედგარს რინკევიჩმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner